იყიდება კომერციული ფართი, გურამიშვილის გამზირზე (მეტრო გურამიშვილთან ახლოს, საქართველოს ფოსტის გვერდით). რეალური ფართი არის 75 კვ.მ. (ამონაწერში მითითებულია 70,5კვ.მ.) გარემონტებული, ცენტრალური გათბობის იტალიური სისტემით, რკინის კარით, მეტალოპლასტმასის ფანჯრებით, კერამოგრანიტის იატაკით. ცხელი და ცივი წყლით. ფართი არის გამჭოლი, აქვს როგორც წინა ცენტრალური კარი, ასევე უკანა გასასვლელი რკინის კარიც. ჭერის სიმაღლე 3.25 მეტრი.
გამოდგება ოფისად და ნებისმიერი კომერციული საქმიანობისთვის. არის ზაფხულში ბუნებრივად გრილი სივრცე, რადგან ჭერში თაბაშირმუყაოს ფილამდე დაფენილია თბოიზოლაციის ფენა. ფართი განთავსებულია პირველ სართულზე (არის გამჭოლი, წინა და უკანა შესასვლელგასასვლელი კარით).
ფართში ამჟამად განთავსებულია ავტონაწილების მაღაზია. ფოტოები გადაღებულია ავტონაწილების მაღაზიის გახსნამდე, როდესაც ფართი გამოიყენებოდა საოფისედ.
არ ვთანამშრომლობ სააგენტოებთან და მაკლერებთან.