იყიდება პერსპექტიული საინვესტიციო პროექტი შეკვეთილში, ზღვის პირველ ზოლში, რაც გარანტირებულ ხედებსა და პირდაპირ წვდომას უზრუნველყოფს სანაპიროზე. მიწის ნაკვეთზე განთავსებულია სამი სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობა: 42 ნომერზე გათვლილი სასტუმროს ტიპის შენობა (შავი კარკასი), რომელიც მყიდველს აძლევს შესაძლებლობას პროექტი საკუთარი გემოვნებით დაასრულოს; მეორე შენობა, რომელიც მოიცავს 4 სველ წერტილიან ბინის ტიპის ნომერს საოჯახო სასტუმროს სტილში და არის მოქმედი; ასევე მესამე ნაგებობა, სადაც ფუნქციონირებს მაღაზია, ბუნგალო და საოფისე სივრცე. ობიექტის უნიკალური მდებარეობა, სადაც წინ სხვა ნაგებობის ჩადგმის რისკი არ არსებობს, ამ უძრავ ქონებას განსაკუთრებულ საინვესტიციო ღირებულებას სძენს.