ლიდერ დეველოპმენტის მიმდინარე პროექტში - Corner Gldani (იხ. პროექტის ლინკი: https://ld.ge/gldani-2/choose-home.php) გთავაზობთ შიდა განვადებაში ჩანაცვლებას.
კომპანიასთან გაფორმებული მაქვს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით. უძრავი ქონების მახასიათებლები - სართული 8, ფართი 55 კვ.მ. ხედით უკანა მხარეს, არ ესაზღვრება ლიფტის შახტას, სართულის და ბინის გეგმარება სურათზეა.
ხელშეკრულების მიხედვით ბინის საერთო ღირბულება არის 55,000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, კვ.მ.-ის ღირებულება არის 1000 დოლარი;
ხელშეკრულების შესაბამისად ნასყიდობის ღირებულების ნაწილის გადახდა ხდება განვადებით, შემდეგი პირობებით:
• ყოველთვიურად (37 თვის განმავლობაში) გადასახდელია - 500 დოლარის ექვივალენტი ლარში (ეროვნული ბანკის კურსით);
• განვადების გრაფიკით ბოლო გადახდა უნდა მოხდეს 2027 წლის ნოემბრის თვეში და ჯამურად დაფარული იქნება 18,500 დოლარის ექვივალენტი ლარში;
• დარჩენილი ნაწილის გადახდა უნდა მოხდეს 2027 დეკემბრის თვეში.
განვადებაში ჩანაცვლების პირობა:
• იხდით ჩანაცვლების მომენტამდე განვადების გრაფიკით გადახდილ თანხას, რაც ივლისის თვის ჩათვლით შეადგენს 10500 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში, გაითვალისწინეთ რომ ვიხდი ლარში, თქვენც გადამიხდით ლარს, ლარში გადახდების შესაბამისად. პირველი გადახდა იყო 2024 წლის ნოემბერში. გრაფიკით გადახდას ვაგრძელებ და ყოველი შემდგომი 500 დოლარის გადახდა ბუნებრივია დაემატება ფასს.
• განვადების გრაფიკით გადახდილი თანხის გარდა, დამატებით მიხდით კვ.მ.-ზე 150 დოლარს - რაც შეადგენს 8250 დოლარს - რეალურ მსურველთან აღნიშნულ თანხაზე მოლაპარაკება შესაძლებელია.
• სრულად ანგარიშსწორების შემდგომ ჩანაცვლდებით წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებაში და გააგრძელებთ განვადების გრაფიკით თანხის გადახდას (500 დოლარის ექვივალენტს ლარში ყოველთვიურად) ჩანაცვლების მომენტიდან, როგორც ეს დადგენილია ხელშეკრულებით.
თავად დეველოპერთან პირველადი შენატანის გარეშე კვ.მ.-ის ღირებულება რამდენიმე თვის წინ იყო 1220$ - 12240$ ხედის მიხედვით და მცირე ზომის ბინები აღარ აქვთ დარჩენილი.
სართულები ბოლომდე ამოყვანილია, დაწყებულია ტიხრების ამოყვანა, გეგმარება შეთანხმებულია. რეალური გეგმარება, რომელიც შეთანხმდა სურათზეა.
დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით.