იყიდება 300 მ² კერძო სახლი როგავას ქუჩაზე, მეთერთმეტე საჯარო სკოლის მიმდებარედ. ეს არის ძველი აშენებული, მყარი კონსტრუქციის სახლი, რომელიც გთავაზობთ უზარმაზარ პოტენციალს თქვენი ოცნების სახლის შესაქმნელად. სახლი გამოირჩევა ფართო ოთახებითა და ფუნქციური განლაგებით, რაც საშუალებას გაძლევთ დაგეგმოთ რემონტი თქვენი გემოვნებითა და საჭიროებების მიხედვით. როგავას ქუჩა ცნობილია თავისი სიმშვიდითა და მწვანე გარემოთი, რაც იდეალურს ხდის მას ოჯახური ცხოვრებისთვის. აქ ცხოვრება ნიშნავს ქალაქის ცენტრთან სიახლოვეს და ამავდროულად განტვირთვისა და დასვენებისთვის საჭირო სიმყუდროვეს. სახლს აქვს საკუთარი ეზო, როგოც წინა ისე, უკანა, სადაც შეგიძლიათ მოაწყოთ და შექმნათ მყუდრო სივრცე გარე დასვენებისთვის ან ბაღის მოსაწყობად. ეზოში ასევე არის ახლად ამოწმენდილი და მოქმედი ჭა, სახლში შეყვანილია ყველა კომუნიკაცია - გაზი, დენი , წყალი. ეს არის შესანიშნავი საინვესტიციო შესაძლებლობა ან შანსი, შეიძინოთ უძრავი ქონება პრესტიჟულ უბანში და გარდაქმნათ ის თანამედროვე და კომფორტულ საცხოვრებლად. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დამიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ ნომერზე.