ქირავდება 70 მ2 ახალი აშენებული ბინა ილია ჭავჭავაძის გამზირზე.
ილია ჭავჭავაძის გამზირი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მოთხოვნადი უბანია. აქ ცხოვრება ნიშნავს კომფორტს, უსაფრთხოებას და ქალაქის ცენტრთან სიახლოვეს. თქვენ გექნებათ წვდომა საუკეთესო სავაჭრო ცენტრებთან, რესტორნებთან, კაფეებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ვაკის პარკთან, რაც იდეალურ გარემოს ქმნის როგორც დასვენებისთვის, ასევე საქმიანი ცხოვრებისთვის.
ეს მყუდრო და თანამედროვე დიზაინის ბინა მდებარეობს ახალაშენებულ კორპუსში. ბინა არის სრულად გარემონტებული უმაღლესი ხარისხის მასალებით და აღჭურვილია ყველა საჭირო ავეჯითა და ტექნიკით. იგი მოიცავს ნათელ სტუდიოს ტიპის მისაღებ ოთახს სამზარეულოთი, ერთ იზოლირებულ საძინებელს და ერთ სრულად აღჭურვილ სააბაზანოს. ბინას ასევე აქვს აივანი, საიდანაც იშლება სასიამოვნო ხედები. დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობისა და გაგრილების სისტემა, რაც უზრუნველყოფს კომფორტულ ტემპერატურას წლის ნებისმიერ დროს. იდეალურია მათთვის, ვინც აფასებს ხარისხს, კომფორტს და პრესტიჟულ ადგილმდებარეობას.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დამიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ ნომერზე.