იყიდება 4 ოათახიანი 143 კვ.მ ბინა ჩუღურეთში,
თბილისის ერთ-ერთ კოლორიტულ და ისტორიულ ნაწილში, ჩიტაიას ქუჩაზე. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.
ბინა მდებარეობს ორსართულიანი სახლის მეორე სართულზე. ეს არის 143 კვ.მ ფართობის გამჭოლი ბინა, სადაც ყოველი ოთახი ბუნებრივი შუქითაა 4 მეტრიანი ჭერი.
- აქ შენარჩუნებულია ის ავთენტური ელემენტები, რაც დღეს იშვიათობაა.
ჭერზე შემორჩენილია ორიგინალური მოხატულობა, ხოლო ძველი შპალერების ფენების მიღმა იკვეთება კედლის მხატვრობის კვალი — ნამდვილი საჩუქარი რესტავრატორისთვის.
ბინაში დახვდებათ ასევე ძველებური დარაბები, რომლებიც სახლის პირვანდელ ხიბლს ინარჩუნებს.
აივანი ქუჩის იგი აღდგენას საჭიროებს,
ბინას მოჰყვება დამტკიცებული სხვენი (147 კვ.მ), რომლის სიმაღლე ასევე 4 მეტრს აღწევს. ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შექმნათ თითქმის 300 კვ.მ-იანი უნიკალური ფართი.თქვენი ფანტაზიის მიხედვით.
ბინაში შესასვლელი შესაძლებელია როგორც საზეიმო სადარბაზოდან (ქუჩის მხრიდან), ისე ეზოს მხრიდან. შუშაბანდის მხრიდან მოყვანილია სათადარიგო საკომუნიკაციო ქსელი, რაც მეორე სველი წერტილის მოწყობას ამარტივებს.
ღირებულება: 225 000 $