იყიდება სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ოქროყანაში

იყიდება სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ოქროყანაში

401ID: 24093090
ოქროყანა
943,560
1 მ² - 1179
800 მ²
ფართი

მოკლე აღწერა

ოქროყანაში, ახალ უბანში იყიდება სასოფლოსამეურნეო სტატუსის მქონე 800 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი. მიწაზე დაპროექტებულია ორ სართულიანი 695,5 კვ.მ. საერთო ფართის მქონე შენობა, საიდანაც საცხოვრებელი ფართია 361,5 კვ.მ., საზაფზულო ფართია 298 კვ.მ, ხოლო აუზის ფართია 36 კვ.მ. ნაკვეთის ორ გვერდს ემიჯნება დათავრებული სახლები ბეტონის ღობით შემოკავებული ეზოებით. საპროექტო ტერიტორია დახრილია. შესაბამისად ხდება ტერიტორიის დატერასება ორ დონეზე. პირველ დონეზე ეწყობა ღია სადგომი მანქანებისთვის, ეზოს კიბით ავდივართ ზედა დონეზე სადაც განთავსებულია შენობა და ღია საცურაო აუზი. შენობის პირველი სართული ეთმობა საერთო სარგებლობის სივრცეს, რომელიც მოიცავს, როგორც საერთო ოთახს და სამზარეულოს, ასევე ერთ საძინებელს. ამავე სართულზეა ღია ტერასა. მეორე სართულზე განთავსებულია ოთხი საძინებელი საკუთარი სანკვანძებით და გარდერობებით. ყველა საძინებელს გააჩნია საკუთარი აივანი. ვერტიკალური კომუნიკაციები ხორციელდება შიდა კიბით.

შენობის ბრტყელი სახურავი ასევე ასრულებს ზედა ღის ტერასის ფუნქციას. სახლის მთავარი ფასადი ორიენტირებულია სამხრეთ-აღმოსავლეთით. შენობის სივრცით-მოცულობითი გადაწყვეტა არის მინიმალისტური, სახურავი ბრტყელი, ფასადებზე გამოიყენება ბეტონის ფაქტურა, ფასადის თეთრი საღებავი, მინის მოაჯირები, ლითონის დეკორეტიული საჩრდილობლები. შენობის კონსტრუქციული გადაწყვეტა არის რკინაბეტონის კარკასი, საძირკვლები - წერტილოვანი.

დამატებითი პარამეტრები

სტატუსი
სასოფლო-სამეურნეო
მანანა
აგენტი
ყველა განცხადება (20)
მანანა
აგენტი

თუ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია არასწორია, გაასაჩივრე