იყიდება 5 ოთახიანი ბინა დიდუბეში, მირცხულავსა ქუჩაზე, გამოფენასთან ახლოს, დეველოპერული კომპანია M2_ის მიერ ახალი აშენებული კომპლექსის უკვე შესახლებულ კორპუსში, 15/15 სართულზე, ახალი მაღალი ხარისხის თანამედროვე რემონტით, ცენტრალური გათბობის სისტემით და მიწისქვეშა ავტოფარეხით.
ბინაში ყოველი კვადრატული მეტრი დაპროექტებულია ინდივიდუალურად.
ბინის საერთო ფართობი შეადგენს 136.6 კვ.მ, სადაც განთავსებულია:
3 ნათელი და მყუდრო საძინებელი (14.36 კვ.მ, 10.79 კვ.მ, 8.83 კვ.მ)
1 დიდი მისაღები სივრცე (31.55 კვ.მ)
1 იზოლირებული სამზარეულო (12.34 კვ.მ)
1 ჰოლი (15.06 კვმ)
2 სველი წერტილი (5.15 კვმ, 3 კვ.მ)
2 აივანი (14.38 კვ.მ, 14,74 კვ.მ).
ფოტო მასალაში თანდართულია ნახაზი სადაც დეტალურად არის აღწერილი ბინის დაგეგმარება.
კორპუსის კარი და ლიფტები ჩიპირებულია, ასევე სრულიად კომპლექსი აყვანილია დაცვაზე, სათვალთვალო კამერების ჩათვლით, კორპუსს აქვს 2 ინდივიდუალური ლიფტი, რაც მაცხოვრებლებისთვის დამატებით კომფორტს წარმოადგენს, როგორც სადარბაზო ასევე ყველა სართული დასრულებული და მოწესრიგებულია.
კორპუსი მდებარეობს მტკვრის მარხენა სანაპიროზე, აივნიდან იშლება პანორამული ხედები მტკვარზე და ლისის ფერდობზე, კორპუსს გააჩნია საკუთარი 2 დონიანი პარკინგი, ეზოს საპარკინგე სივრცე, ბავშვთა გასართობი მოედნები, საფეხბურთო მოედანი, ასევე ყავს დაცვა, დასუფთავების სამსახური, აქვს მრავალი დადებითი მხარე რომელიც კომფორტული ცხოვრებისთვის აუცილებელი პირობაა.
კორპუსთან ახლოს არის სხვადასხვა სადღეღამისო სავაჭრო ობიექტები, მაღაზიები, აფთიაქები, საოფისე სივრცეები, რესტორნები (ერთერთი რესტორანი განთავსებულია უშუალოდ კორპუსის პირველ სართულზე), კაფე ბარები, სატრანსპორტო გაჩერება, სკოლა, საბავშვო ბაღი და სხვა მრავალი ინფრასტრუქტურა.
კომპლექსი მდებარეობს წყნარ და მშვიდ უბანში, თბილისის სხვა უბნებთან შედარებით ზაფხულში არის საკმაოდ გრილი მხარე. დამატებითი დეტალების გასაცნობად დარეკეთ მითითებულ ნომერზე, ასევე ვოტსაპზე ან ვაიბერზე.