იყიდება 3 ოთახიანი ბინა პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსში "კრწანისი ავენიუ", რომელიც სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე ცხოვრების ყველა მოთხოვნას. განთავსებულია დედაქალაქის ისტორიულ უბანში, თავისუფლების მოედნიდან 10 წუთის სავალ გზაზე და ამავდროულად მდებარეობს ბუნების წიაღში - მთის ფერდობზე, კანიონის და ტყის პირას, ესაზღვრება რეკრეაციული მწვანე ზონა, რაც აგარაკის განწყობას ქმნის თქვენს რეზიდენციაში.
კრწანისის პრესტიჟულობას განსაზღვრავს შემოგარენში განთავსებული ათამდე საელჩო და სამთავრობო რეზიდენცია.
კომპლექსის ინფრასტრუქტურა:
• საცურაო აუზი
• ფიტნეს ზონა
• საბავშვო/გარე სივრცე
• 24/7 დაცვა
• მიწისქვეშა პარკინგი
ბინის საერთო ფართია 109.3 მ2 და მდებარეობს 2/8 სართულზე. აივნის ფართი 15 მ2. იყიდება მწვანე კარკასის კონდიციით.