აღმაშენებლის ხეივნიდან დაახლოებით 400–500 მეტრში, ასი ათასი მოწამის ქუჩაზე იყიდება დასრულებული ბინა პრესტიჟულ პრემიუმ კლასის კომპლექსში Park Hills Digomi. კორპუსი აშენებულია სამშენებლო კომპანია GREENLIFE-ის მიერ და გამოირჩევა მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალებითა და თანამედროვე სტანდარტებით.
ბინა არის მწვანე კარკასის მდგომარეობაში, ალუმინის კარ-ფანჯრებით და შესაძლებელია რემონტის დაწყება ყიდვისთანავე. აბონირების თანხები სრულად გადახდილია. კორპუსში დამონტაჟებულია ორი ლიფტი, აქედან ერთი უკვე ფუნქციონირებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ეზოს მოპირკეთების სამუშაოები.
კომპლექსი განთავსებულია მშვიდ და წყნარ გარემოში, ერთ ჰექტარ მიწის ფართობზე, შედგება სამი ბლოკისგან და საკუთარი სარეკრეაციო პარკისგან, ხოლო დარჩენილი ტერიტორია გამწვანებას დაეთმობა, რაც მაცხოვრებლებს უზრუნველყოფს კომფორტული და ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი.
ფასი: 62,000 აშშ დოლარი. ბინა იდეალურია როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციოდ.