არ ვთანამშრომლობ სააგენტოებთან! იყიდება 67 კვ.მ ბინა, მდებარე 12-სართულიანი კორპუსის 5-ე სართულზე, ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში Monolit Green City. ბინა გარემონტებულია და იყიდება ტექნიკით. რემონტი შესრულებულია მაღალი ხარისხის, გამძლე, ეკოლოგიურად სუფთა და ესთეტიკური მასალებით. იატაკქვეშ გამოყენებულია თვითსწორებადი ნალივნოი, ლამინატის ქვეშ. ჭერი შესრულებულია ლოფტის სტილში. ტექნიკა სრულად არის Midea-ს ბრენდის: მაცივარი, სარეცხი მანქანა, ჩაშენებული სამზარეულოს ტექნიკა, კონდიციონერი და ცენტრალური გათბობის ქვაბი. სველი წერტილი და სამზარეულო მოპირკეთებულია ესპანური კერამოგრანიტით, რომელიც გამოირჩევა გამძლეობით, უსაფრთხოებითა და ეკოლოგიურობით. სამზარეულო და დერეფნის კარადა პრემიუმ კლასისაა, ავსტრიული ხარისხის მასალებით დამზადებული. მდებარეობა Monolit Green City მდებარეობს თბილისის ისტორიულ, შემაღლებულ ნაწილში, რაც უზრუნველყოფს პანორამულ ხედებს ძველ თბილისსა და ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობებზე. კომპლექსი გამოირჩევა მოსახერხებელი სატრანსპორტო და კომერციული ინფრასტრუქტურით. გარე ინფრასტრუქტურა ფეხით სავალ მანძილზე: ღირსშესანიშნაობები: ფავორის ფერისცვალების მონასტერი, ნარიყალას ციხე, რიყის მოედანი, მეტეხის ხიდი, ბოტანიკური ბაღი საგანმანათლებლო დაწესებულებები: საჯარო სკოლები №144 და №72, ბაღი №115 სამედიცინო დაწესებულებები: Geomedi Dental Clinic, German Clinic, BAIEBI Hospital, PSP New Hospitals, აფთიაქები სუპერმარკეტები: Fresco Ortachala, Carrefour, Nikora, Merabi Market, Spar რესტორნები და კაფეები: Restaurant Egri, Bakery, Sabatoni, Dunkin დასასვენებელი და სპორტული ზონები: სკვერები, სტადიონი, საბავშვო მოედნები, Fitness Plaza, Sport Time აუზი სხვა ობიექტები: TBC Bank-ის ფილიალი, სილამაზის სალონები, სასტუმროები, ბენზინგასამართი სადგურები, ავტოსალონები არქიტექტურა Monolit Green City მოიცავს 23 საცხოვრებელ ბლოკს 12 ჰექტარ ფართობზე. კომპლექსი შენდება მონოლითურ-კარკასული, სეისმომდგრადი ტექნოლოგიით. არქიტექტურა თანამედროვე სტილშია შესრულებული — ფასადები მოპირკეთებულია დეკორატიული წითელი აგურითა და ნაცრისფერი მოპირკეთების მასალებით, აივნები — შუშის მოაჯირებით. შიდა ინფრასტრუქტურა კომპლექსში მოწყობილია პარკი, საბავშვო მოედანი, კალათბურთის მოედანი, სასეირნო, სარბენი და ველობილიკები, სპორტული ზონები, აუზი შეზლონგებით და კომერციული ფართები. ფუნქციონირებს კერძო საბავშვო ბაღი და სკოლა. ხელმისაწვდომია მიწისქვეშა პარკინგი და სტუმრების ღია ავტოსადგომი. ყველა კორპუსში მოწყობილია ჰოლი უხმო ლიფტებით. ტერიტორია გამწვანებულია და კეთილმოწყობილია გარე განათებით. ტრანსპორტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება მდებარეობს 5 წუთის სავალზე. თბილისის ცენტრალური სადგური — 15 წუთი ავტომობილით. უახლოესი მეტროსადგური „300 არაგველი“ — 1.8 კმ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი — 25 წუთი ავტომობილით.