იყიდება 7 ოთახიანი კერძო სახლი მცხეთის მუნიციპალიტეტში

იყიდება 7 ოთახიანი კერძო სახლი მცხეთის მუნიციპალიტეტში

560ID: 23572878
არაშენდა
1,965,750
1 მ² - 4572
მაღალი ფასი
430 მ²
ფართი
7
ოთახი
5
საძინებელი
2
სართული
1500 მ²
ეზოს ფართი

მოკლე აღწერა

საგურამოში, სოფელ არაშენდაში, ბუნებით გარშემორტყმულ და მშვიდ გარემოში მდებარეობს გამორჩეული კერძო სახლი კეთილმოწყობილი ეზოთი. ტერიტორია იდეალურია მათთვის, ვინც ეძებს სივრცეს, სიმშვიდესა და კომფორტს ქალაქის ხმაურისგან მოშორებით.

სახლის საერთო ფართობი შეადგენს 430 მ²-ს და იგი განთავსებულია 1500 მ²-ის სწორ, ღია და მზიან ეზოზე. ეზო გამორჩეულია ლანდშაფტითა და ღია საცურაო აუზით, რომელიც ქმნის სრულფასოვან დასასვენებელ გარემოს. ტერასაზე მოწყობილია საზაფხულო ბუხარი იდეალური ადგილი ოჯახური შეკრებებისა და საღამოებისთვის.

ორ სართულიანი სახლი გამოირჩევა თანამედროვე არქიტექტურული დიზაინითა და ფუნქციური გეგმარებით. პირველ სართულზე განთავსებულია ფართო და ნათელი მისაღები ბუხრით, ინტეგრირებულ სამზარეულოსთან, კაბინეტი და ერთი მასტერ-საძინებელი საკუთარი სველი წერტილითა და საგარდერობო ოთახით. კაბინეტს აქვს დამოუკიდებელი შესასვლელი სახლის უკანა ტერასიდან, რაც მას დამატებით პრაქტიკულობასა და კონფიდენციალურობას ანიჭებს.

მეორე სართულზე განთავსებულია ოთხი საძინებელი, მათ შორის ორი მასტერ-საძინებელი. სართული ასევე მოიცავს ერთ საერთო სველ წერტილს. მეორე სართულიდან შესაძლებელია გასვლა ტერასაზე, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედები ეზოსა და საცურაო აუზზე.

სახლი გარემონტებულია და საჭიროებს მხოლოდ მსუბუქ კოსმეტიკურ განახლებას, რაც ახალ მფლობელს საშუალებას აძლევს სივრცე საკუთარი გემოვნებით მოირგოს.

ეს უძრავი ქონება იდეალურ არჩევანს წარმოადგენს მათთვის, ვინც აფასებს არქიტექტურას, სივრცეს, ბუნებასთან სიახლოვეს და მშვიდ, მაღალი ხარისხის ცხოვრებას.

დამატებითი პარამეტრები

სტატუსი
ახალი აშენებული
მდგომარეობა
ახალი გარემონტებული
პროექტის ტიპი
არასტანდარტული
სვ.წერტილები
3+
ლიკა
აგენტი

თუ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია არასწორია, გაასაჩივრე

ღირებულების შკალა

შკალაზე ღირებულება განისაზღვრება საიტზე მსგავსი პარამეტრების მქონე უძრავი ქონების ფასის მიხედვით

1,965,750 ₾

დაბალი ფასი

საშუალოზე იაფი

საშუალო ფასი

საშუალოზე მაღალი

მაღალი ფასი