აღნიშნული ფასის შეთავაზება მოქმედებს მხოლოდ 20 ივნისამდე!
იყიდება 3 ოთახიანი ბინა თბილისის ცენტრალურ ნაწილში, ჩუღურეთში, აღმაშენებლის გამზირზე, თამარ მეფის და აღმაშენებლის კვეთაზე, გერმანელების მიერ ძველ აშენებულ კორპუსში 6/6 სართულზე, კორპუსი აშენებულია მაღალი სტანდარტებით, 80 სანტიმეტრიანი ენერგო ეფექტური კედლებით, ხმის იზოლაციით და მდგრადი საუკუნოვანი კონსტრუქციით, ბინა არის ახალი თანამედროვე რემონტით, ახალი ავეჯით, ტექნიკით, ცენტრალური გათბობის სისტემით, კონდიციონერებით, ჩაშენებული სამზარეულო, ჩაშენებული კარადები, იყიდება სრულიად აღჭურვილი ინვენტარით.
ბინის საერთო ფართობია 66 მ², სადაც განთავსებულია;
2 ნათელი საძინებელი,
1 დიდი და ნათელი სტუდიოს ტიპის მისაღები,
1 სველი წერტილი,
1 პატარა ჰოლი.
კორპუსის ლოკაციიდან და ბინის მდგომარეობიდან გამომდინარე იდეალურია როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციო მიმართულებით, გარშემო განთავსებულია სხვადასხვა სახის სავაჭრო და კომერციული ობიექტები, სავაჭრო ცენტრები, ბიზნეს ცენტრები, სკოლა, საელჩო, თეატრი და სხვა მრავალი საინტერესო ინფრასტრუქტურა, ასევე ახლოს არის სატრანსპორტო გაჩერება, რკინიგზის სადგური, მეტრო სადგური, გმირთა მოედანი და სხვა.
კორპუსში არ არის გათვალისწინებული ლიფტი.
ბინა ამჟამად გაქირავებულია 1 წლიანი კონტრაქტით სადაც გათვალისწინებულია მესაკუთრის მხრიდან კონტრაქტის შეწყვეტის პირობები, სურვილის შემთხვევაში ახალ მესაკუთრეს აქვს საშუალება მიიღოს შემოსავალი აღნიშნული გარიგების ფარგლებში.
გასაყიდი ფასი მოცემულია ბაზარზე არსებული ფასების შუალედური ფასი სადაც ასევე განიხილება მოლაპარაკება.
დამატებითი დეტალების გასაცნობად დარეკეთ მითითებულ ნომერზე, ასევე ვოტსაპზე ან ვაიბერზე.