სასწრაფოდ იყიდება 4 ოთახიანი ბინა წერეთლის გამზირზე, გამოფენის მიმდებარედ. ბინაში განთავსებულია 3 საძინებელი და 1 სტუდიოს ტიპის მისაღები ოთახი. საძინებლების ფართობებია: I საძინებელი - 15 კვ.მ, II საძინებელი - 10 კვ.მ, III საძინებელი - 10 კვ.მ. არის ძალიან ნათელი და თბილი კუთხის ბინა, რომელსაც თითქმის მთელი დღის განმავლობაში ადგას მზე. ყველა ოთახს აქვს ფრანგული აივანი, გარდა დიდი საძინებლისა, რომელსაც ჩვეულებრივი აივანი აქვს (4 კვ.მ). ჯამში ოთხივე აივნის ფართი შეადგენს 5 კვ.მ-ს, შესაბამისად ფულს აივანში არ იხდით და იხდით რეალურ საცხოვრებელ ფართში. ბინაში ავეჯი რჩება ნაწილობრივ. მიუხედავად იმისა, რომ ბინა მდებარეობს წერეთლის გამზირზე, არის ძალიან მყუდრო და მშვიდი, რადგან საძინებლების ხედები არის ეზოს მხარეს, ხოლო მისაღები ოთახის მთაწმინდის ხედით. თუ 4 ოთახიან ბინას ეძებთ, ამაზე უკეთეს ბინას, კომფორტულ ადგილდებარეობას ამ ფასად ვერ ნახავთ. ბინა ადვილია მისადგომადაც, რადგან სამტრედიის ქუჩა სანაპიროდან პირდაპირ ბინის წინ ამოდის და წერეთლის გამზირზე მანქანით მოძრაობა არ მოგიწევთ