ქირავდება მყუდრო სტუდიო ვერაზე 🌿
📍 ნიკო ნიკოლაძის ქუჩა | 60 მ² | 1 წუთის სავალზე ახალი ვერას პარკიდან
ძალიან მყუდრო და მშვიდი ბინა, თბილი ატმოსფეროთი და აივნით, სადაც შეგიძლიათ დილა დაიწყოთ ყავით ან საღამო გაატაროთ ქალაქის სიმშვიდეში.
ყველაფერი რაც კომფორტული ცხოვრებისათვის გჭირდებათ, უკვე ადგილზეა — უბრალოდ შეხედეთ ფოტოებს 💛
✨ ბინის მეპატრონეები საოცარი ასაკოვანი წყვილია, რომლებიც ახლოს ცხოვრობენ — მეგობრულები, გულისხმიერები და ძალიან დელიკატურები.
სიმართლე რომ ვთქვა, მეც მეზობლად ვცხოვრობ და ვეძებ შესანიშნავ მეზობლებს — მშვიდ წყვილს ან ერთ ადამიანს, ვინც აფასებს სიმყუდროვეს და ატმოსფეროს.
🐾 ცხოველებიდან მხოლოდ კატები დაშვებულია.