ვერაზე, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ისტორიულ და მოთხოვნად უბანში, გთავაზობთ უნიკალურ საცხოვრებელი სივრცეს იტალიურ ეზოში, რომელიც განსაკუთრებულად ხიბლავს თავისი თბილისური ხასიათით.
სივრცე განთავსებულია ბელინსკისა და გოგებაშვილის ქუჩების კუთხეში, რაც უზრუნველყოფს როგორც სიმშვიდეს, ასევე ქალაქის ცენტრთან ახლოს ყოფნის კომფორტს.
ბინის საერთო ფართობი შეადგენს 180 კვადრატულ მეტრს, მოიცავს ხუთ ოთახს და შენობის მეორე და მესამე სართულები უკავია, მეორე სართულზე განლაგებულია დიდი, ნათელი ოთახი ბუხრით, რომელიც ქმნის განსაკუთრებულ მყუდროებას და ოჯახურ ატმოსფეროს. აქვეა დამატებით სამი ოთახი და სველი წერტილი. მესამე სართულზე განთავსებულია კიდევ ერთი ოთახი, რომელიც შეიძლება გამოიყენოთ როგორც საძინებელი, კაბინეტი ან შემოქმედებითი სივრცე.
მოსასვენებლად და თავისუფალი დროის სასიამოვნოდ გასატარებლად ბინას აქვს ერთი დიდი ვერანდა და ორი საშუალო ზომის აივანი, სადაც შეგიძლიათ დატკბეთ ვერის უბნის ულამაზესი ხედებით და მშვიდი გარემოთი.
ეს ბინა იდეალურია მათთვის, ვინც ეძებს ავთენტურ და მყუდრო საცხოვრებელს ქალაქის გულში.
ვერაზე ცხოვრება საუკეთესო ალტერნატივაა მათთვის, ვინც სურს იცხოვროს მშვიდ გარემოში, მაგრამ ამავდროულად ჰქონდეს მარტივი წვდომა ქალაქის მთავარ უბნებთან.
ეს უბანი კარგადაა უზრუნველყოფილი საზოგადოებრივი ტრანსპორტით ახლოსაა მეტროსთან, ავტობუსის გაჩერებასთან, ხოლო ფეხით შესაძლებელია ქალაქის მთავარ ქუჩებზე გადაადგილება. (175)