სახლი მდებარეობს ვაკეში, მრგვალი ბაღის მიმდებარედ, შატბერაშვილის ჩიხში, მყუდრო, წყნარ დასახლებულ უბანში. სახლი არის 2 სართულიანი, აშენებულია ამერიკელების მიერ და .აქვს ძალიან კომფორტული გეგმარება. სახლის საერთო ფართია 250მ2. პირველი სართული მოიცავს დიდ ოთახს, იზოლირებულ სამზარეულოს, 1 საძინებელს, 1 სველ წერტილს, სამრეცხაოს და 2 სათავსო ოთახს. მეორე სართულზე განთავსებულია 4 საძინებელი, კაბინეტი და 2 სველი წერტილი. აქედან ერთი არის მასტერბედრუმი, საკუთარი სველი წერტილით და 2 საინტერესო საგარდერობო სივრცით. ამ საძინებელს აქვს ვერანდა, რომელიც გადაჰყურებს საკუთარ ეზოს. სახლში გაყვანილია იატაკქვეშა გათბობა. დიდ ოთახში ფუნქციონირებს ბუხარი. ყველა საძინებელს აქვს ძალიან საინტერესო საგარდერობო სივრცეები. სახლის პირველი სართული გადის გამწვანებულ ეზოში. აქვს სამი შესასვლელი. ეზოდან პირველ სართულზე, ქუჩიდან მეორე სართულზე, და პარკინგიდან ეზოში., საიდანაც შევდივართ სახლის პირველ სართულზე. პარკინგი არის კაპიტალური ავტოფარეხი ერთ მანქანაზე. სახლი არის დაახლოებით 15 წლის აშენებული და ძალიან დაცული.