სეუ დეველოპმენტის მიერ აშენებული სახლი პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე ერთერთი საუკეთესოა როგორც შიდა ინფრასტრუქტურით, ასევე მშენებლობის ხარისხითა და პროექტის არქიტექტურით. მოწესრიგებული, დაკეტილი სადარბაზო, ორი ლიფტი, ეზო, მოვლილი საპარკინგე სივრცე და სხვამობინადრეთა კომფორტულ ცხოვრებას ემსახურება. 112 კვ.მ ფართის ბინა მეშვიდე სართულზეა. კუთხის მდებარეობამ შექმნა შესაძლებლობა დაპროექტებულიყო სამი იზოლირებული საძინებელი, საიდანაც ორს აივანი აქვს, ხოლო ერთი ოთახი ორი ფანჯრითაა. ამის გარდა ბინა მოიცავს ჰოლს, ორ სანკვანძს, სტუდიოს ტიპის სამზარეულომისაღებ ოთახს და კუთხის ფორმის აივანს. ბინა აღმოსავლეთს უყურებს, სავსეა მზით და სინათლით.