დიღომი 7-ში გელით უნიკალური შეთავაზება – პრესტიჟულ უბანში მდებარე 810 კვ.მ ორსართულიანი ელიტარული ვილა, რომელიც გარემოცულია 2000 კვ.მ ულამაზესად გაშენებული ეზოთი, აუზითა და კომფორტული ლაუნჯით. აქ იპოვით ყველაფერს, რაც კომფორტულ და პრესტიჟულ ცხოვრებას სჭირდება: ფართო მისაღები სივრცეები, ოთხი მთავარი საძინებელი თითოეული საკუთარი საგარდერობითა და აბაზანატუალეტით, სტუმრისათვის განკუთვნილი ოთახი, ტერასები, ბუხარი, ჯიმი და დახურული პარკინგი. რემონტი შესრულებულია უმაღლესი ხარისხის მასალებით: ნატურალური ხის პარკეტი, მარმარილო, ტრავერტინი, კერამოგრანიტი და სახლი სრულად არის აღჭურვილი პრემიალური კლასის ავეჯითა და ტექნიკით.
ეს არის იდეალური სივრცე მათთვის, ვინც ეძებს ლუქსსა და კომფორტს ერთში, პრესტიჟულ ადგილას, სადაც სიმშვიდე და ელეგანტურობა ერთმანეთს ერწყმის.