ქირავდება კერძო სახლი ზღვის უბანში (ავშნის ქუჩის მეოთხე შესახვევი) მყუდრო ადგილას, თბილისის ზღვის ხედებით. სახლი ახალი აშენებული და გარემონტებულია. სახლი შესაძლოა გაქირავდეს როგორც მთლიანად, ასევე მხოლოდ მეორე სართული. (სახლის პირველი და მეორე სართული იზოლირებულია ერთმანეთისგან და არ უკავშირდება შიდა კიბით!!!). მეორე სართული მოიცავს მისაღები+სტუდიოს 42 კვადრატული; სამი საძინებელი, ორი სველი წერტილი, დიდი ვერანდა, რომლიდანაც გამოვდივართ დიდ ეზოში (300 კვადარტული მეტრი) და მეორე პატარა აივანს. პირველ სართულზე განთავსებულია მარანი (ბუხარი, სამზარეულოს კუთხე, მაცივარი და სათავსო ოთახი), ერთი საძინებელი, ერთი დიდი სათავსო ოთახი, ერთი კაბინეტის ოთახი (შესაძლებელია ასევე კაბინეტის ნაცვლად მუსიკალური სტუდიის გაკეთება, რადგან ოთახი შეფუთულია ხმის დამხშობი ღრუბლით), ერთი სველი წერტილი და დამატებით კიდევ ერთი ოთახი, რომელიც შესაძლოა გამოყენებული იქნას სატრენაჟორო ოთახად, ან სურვილის შემთხვევაში საძინებლად. სახლს აქვს დიდი ავტოფარეხი (დენი, წყალი, სათავსოებით). სახლი არის 230 კვადრატული მეტრი. ეზო 600 კვადრატული. მისასვლელი გზა новая сделан (მოასფალტებული). მოძრაობს ტრანსპორტი. სახლი აღჭურვილია ყველა სახის ავეჯით, ტექნიკით, მაგიდა-სკამებით, ინვენტარით და ჭურჭელით