წარმოგიდგენთ ულამაზეს უძრავ ქონებას კიევის ქუჩაზე, ჩუღურეთში, ისტორიული შენობის 2/3 სართულზე.
ბინის საერთო ფართია 91 მ2 და მოიცავს სტუდიოს ტიპის მისაღებსა და სამზარეულოს, 2 საძინებელს, აივანს და 2 სველ წერტილს.
ეს უნიკალური სახლი აერთიანებს მიდ-საუკუნოვანი დიზაინის ელემენტებსა და თანამედროვე ელეგანტურობას. ინტერიერი გამოირჩევა თბილი ფერებით, რბილი ფორმებითა და ბუნებრივი ტექსტურებით, რაც ქმნის მყუდრო და დახვეწილ გარემოს.
სრულად აღჭურვილია ავეჯით, ტექსტილით, ჭურჭელით და ტექნიკით (3 კონდენციინერი, განთავსებული ყველა ოთახში, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, ღვინის მაცივარი, ღუმელი, ინდუქციური ქურა ჩამწოვით, მაცივარი, სარეცხი მანქანა). ბინაში ძველებური სტილის დარაბები და 4 მეტრიანი მოხატული ჭერია, რომელიც ახლად რესტავრირებულია.
თვითონ შენობა ისტორიულია, ასევე რესტავრირებულია და კონსტრუქციულად ძალიან მყარი ნაგებობაა (არსებობს დამადასტურებული დოკუმენტაციები, კონსტრუქციული დასკვნა, და ხუროთმოძღვრული ისტორიული კვლევა, გაცემული ავტორიზებული სამსახურების მიერ)
ბინა დალისტულია ეარბიენბიზე და საცხოვრებლის გარდა კარგი საინვესტიციო პროდუქტია.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დამიკავშირდეთ.