იყიდება 60.4 მ² ფართის ბინა, ახალი აშენებული, ქეთევან დედოფალის გამზირზე, თბილისში. ბინა არის ახალი გარემონტებული, თანამედროვე დიზაინით და ყველა საჭირო კომფორტით. მდებარეობა გამოირჩევა კარგი ლოკაციით და განვითარებული ინფრასტრუქტურით. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დამიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ ნომერზე.
ბინა მდებარეობს მე-2-ე სართულზე, სუპერმარკეტ "კარფურის" თავზე, სტუდიოს ტიპის მისაღებით, 2 საძინებლით, ცენტრალური გათბობით. ბინას აივანი არ აქვს.
ერთ საძინებელში Kingsize (2 მ*1,8 მ) საწოლი კომფორტული, მაღალი ხარისხის მატრასით, ტუმბო, ტორშერი, საძინებელში 2 ფანჯარა გაღება-გადმოკიდებით (ვიტრაჟის ტიპის, მთელ სიმაღლეზე), ხედით ქეთევან წამებულის გამზირზე, მწერების დამჭერი გასაწევი ბადით, გათბობის რადიატორი, კონდიციონერი.
მეორე საძინებლის ფანჯარა ( გაღება-გადმოკიდებით, მწერების დამჭერი გასაწევი ბადით) უყურებს მეზობელი კორპუსის ყრუ კედელს, რომლამდე მანძილი 1,5 მეტრია. საძინებელს მეორადი განათება არ ესაჭიროება. საძინებელში განთავსებულია 2 ერთადგილიანი, ფართო საწოლი (2 მ*1 მ) კომფორტული, მაღალი ხარისხის მატრასებით, ტუმბო, კომოდი, გათბობის რადიატორი, ვენტილატორი.
მისაღებში დასვენების ზონა გამოყოფილია პირობითად, დიდი ფანჯარა (ვიტრაჟის ტიპის, მთელ სიმაღლეზე) გაღება-გადმოკიდებით, მწერების დამჭერი გასაწევი ბადით. ხედით ქეთევან წამებულის გამზირზე. გასაშლელი კუთხის დივანი, ტელევიზორი IP ტელევიზიით, მაგთის ინტერნეტით, დაბალი მაგიდა, გათბობის ქვაბი კარადაში, გათბობის რადიატორი, კონდიციონერი.
კუთხის სამზარეულო სრულად აღჭურვილი: გაზქურა გამწოვით, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, მაცივარი, სარეცხი მანქანა, მიკროტალღური ქურა, ნიჟარა ცხელი-ცივი წყლით. სასადილო მაგიდა 4 სკამით, მცირე სამუშაო მაგიდა, გათბობის რადიატორი. შემოსასვლელ კართან 5 სექციიანი კარადა (შუა სექცია-სარკით), + ცალკე ერთსექციიანი კარადა. ყველა ზონას აქვს თავისი განათება.
აბაზანა-ტუალეტი ცივი-ცხელი წყლით, ხარისხიანი ინვენტარით (უნიტაზი, ხელსაბანი, სარკე), დუშ-კაბინა, საშრობი, გამწოვი, ფენი.
კორპუსი მდებარეობს მეტრო 300 არაგველი დან 200 მეტრში, "Yandex taxi"-ს და "MBS capital"-ს შორის. ავტობუსის გაჩერება კორპუსის წინ. სადარბაზო მოწესრიგებული და მოვლილი, ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემით, ელექტრონული სკეტით (იღება ჩიპით), დომოფონით, ლიფტით.