ქირავდება 6 ოთახიანი კერძო სახლი

ქირავდება 6 ოთახიანი კერძო სახლი

212ID: 19777352
ზემო ლისი
8,387
მაღალი ფასი
300 მ²
ფართი
6
ოთახი
4
საძინებელი
2
სართული

მოკლე აღწერა

კარი კოდით

ქირავდება ახალი, უცხოვრებელი ეზოიანი სახლი თხინვალაში (ლისის ტბის მიმდებარედ, ზალდასტანიშვილისა და ბრიტანულ სკოლასთან ახლოს). თითოეული სართული 100 კვ. მეტრია. 1 სართულზე განთავსებულია ამერიკული ტიპის გახსნილი სამზარეულო, სასტუმრო ოთახი და 1 ოთახი (გამოდგება კაბინეტად, საძინებლად ან ბავშვების ოთახად). ასევე, 1 შხაპიანი აბაზანა-ტუალეტი და 1 პატარა ტუალეტი. დამხმარე ფართებია პროდუქტების საკუჭნაო, პალტოებისა და ფეხსაცმლის გარდერობი, სამრეცხაო (სარეცხი მანქანა და საშრობი)+ტექნიკური ოთახი, შესაბამისი უჯრებითა და თაროებით. აბაზანაში არის კიდევ დამატებითი სათავსო. სამზარეულო აღჭურვილია ავეჯითა და ყველა საჭირო ტექნიკით (გაზქურა გამწოვით, მიკროტალღური ღუმელი, ღუმელი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, მაცივარი და ღვინის მაცივარი). სასტუმრო ოთახში დგას მაგიდა სკამებით, ტახტი სავარძლებით, ტელევიზორი თავისი მაგიდით და ანტიკვარული ბუფეტი. შემოსასვლელში დაგხვდებათ საკიდი კარადით. შესაბამისი ავეჯია აბაზანა-ტუალეტშიც. სამზარეულოდან აივანზე გადის 2 დიდი ვიტრაჟული კარი, რის გამოც სახლი მუდამ ნათელია, ხოლო გარეთ სასიამოვნო სასადილო, სამუშაო თუ მოსასვენებელი სივრცე მოეწყობა. მეორე სართულზე არის 1 მასტერ საძინებელი და 3 ოთახი. ავეჯი აქ არ დგას. მოქირავნე შეძლებს სურვილისამებრ და საკუთარი დანიშნულების შესაბამისად მოაწყოს თითოეული მათგანი. სამ ოთახს თავისი საგარდერობე ოთახი აქვს, ასევე თაროებითა და უჯრებით მოწყობილი. არის კიდევ ერთი მოზრდილი აბაზანა, სადაც ორი ნიჟარაა მოთავსებული. 3 ოთახი გადის აივანზე, ხოლო მეოთხე - უკანა ეზოში. მეორე სართულიდან კიბე ადის ბრტყელ სახურავზე, სადაც ბანია მოწყობილი, ლამაზი ხედები იშლება ოთხივე მხარეს და მუდამ უბერავს სასიამოვნო სიო. სახლი არის ფერადი, თბილი, ნათელი და ხალისიანი. გარემონტებულია ვინტაჟურ სტილში, ეკლექტური ელემენტებით. ყველა ოთახში არის ჭაღი და ფარდები. ორივე სართულზე არის იატაკქვეშა გათბობა. თითოეული კუთხე დაცულია კამერებითა და მოძრაობის დეტექტორებით. ეზოში შესასვლელად დამონტაჟებულია ელექტროჭიშკარი. ეზოს ფართობია 300 კვ.მ. ფერდობული ეზო სტრუქტურირებულია 3 ტერასად. პირველი დონიდან შევდივართ სახლში, აქვე გამოვდივართ სამზარეულოდან. მეორე, პატარა ტერასა სახლის გვერდითაა და აქედან ავდივართ უკანა ეზოში (სადაც მეორე სართულიდანაც გავდივართ). სახლის გვერდით დგას წყლის ტონიანი რეზერვუარი, რომელიც გამოიყენება წყლის დაწყვეტის შემთხვევაში. სახლი მდებარეობს გორის ძირში და უკან არაფერი უდგას, რის გამოც მეტად მყუდრო და მშვიდი გარემოა.

დამატებითი პარამეტრები

სტატუსი
ახალი აშენებული
მდგომარეობა
ახალი გარემონტებული
პროექტის ტიპი
ვილა
სვ.წერტილები
3+
გათბობა
ცენტრალური გათბობა
პარკირება
ავტოფარეხი
ცხელი წყალი
გაზის გამაცხელებელი
აივანი
2/15 მ²
მისაღები
კი
ინტერნეტი
კი
ტელევიზია
კი
ბუნებრივი აირი
კი
წყალი
კი
ჭიშკარი
კი
შემოღობილი
კი
ტელეფონი
კი
ელექტროენერგია
კი
კანალიზაცია
კი
სამზარეულო + ტექნიკა
კი
ეზოს განათება
კი
სიგნალიზაცია
კი
ვინტილაცია
კი
დაცვა
კი
ჯაკუზი
კი
საუნა
კი
მაყალი/გრილი
კი

ავეჯი

ავეჯი
საწოლი
დივანი
მაგიდა
სკამები
ქურა (გაზის/ელექტრო)
ღუმელი
კონდინციონერი
მაცივარი
ჭურჭლის სარეცხი მანქანა
სარეცხი მანქანა
ტატა
აგენტი

თუ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია არასწორია, გაასაჩივრე

ღირებულების შკალა

შკალაზე ღირებულება განისაზღვრება საიტზე მსგავსი პარამეტრების მქონე უძრავი ქონების ფასის მიხედვით

8,387 ₾

დაბალი ფასი

საშუალოზე იაფი

საშუალო ფასი

საშუალოზე მაღალი

მაღალი ფასი