იყიდება ბინა ძველი თბილისის ისტორიულ ნაწილში, ტურისტულ ცენტრში, იტალირუ ეზოში, მყარ შენობაში არაჩვეულებრივი ხედებით მეტეხის მეფე დავითის მონასტერსა და მთელს თბილისზე. (ავლაბრის მეტროდან 2 წუთის სავალზე) ბინა მდებარეობს იტალური ეზოს მეორე სართულზე, საცხოვრებელი ოთახის ზომაა- 26.33 კვ.მ, ამავე სართულზე მდებარეობს ორი ოთახი- 16.20 კვ.მ ზომის სამზარეულო და საფირფარეშო რომელიც გაიტიხრება კედლით, ასევე ტექნიკური ოთახი სადაც დგას გათბობის ქვაბი (ზომით 6.16 კვ.მ). მეორე სართულიდან კიბით ავდივართ სხვენში, სადაც იყიდება 32.05 და 11.28 კვ.მ ფართი, პატარა ფანჯრით რომლიდანაც იშლება ხედი ძველ თბილისზე. სხვენში არის საშუალება სახურავის სიმაღლის აწევის, ასევე - შეიძლება საცხოვრებელი ოთახიდან კიბის მოწყობა და მისი სხვენთან დაკავშირება ისე, რომ დუპლექსის ტიპის ფართი მივიღოთ. ოთახის ჭერის სიმაღლე 3.5 მეტრია. რემონტის შემდგომ შესაძლებელია ფართის მომგებიანად გაქირავება (airbnb) ან გაყიდვა. საუკეთესო ვარიანტია ინვესტიციისთვის ან საცხოვრებლად თბილისის შუაგულში.
T 2933