იოსებ გრიშაშვილის ქუჩაზე, აბანოთუბანში, ძველი თბილისის გულში, იყიდება ძველი გარემონტებული, მაგრამ დიდი და ნათელი ბინა არაჩვეულებრივი ხედებით. ბინა იდეალურია ჰოსტელის ან საოჯახო სასტუმროსთვის, რადგან მდებარეობს ტურისტულ ზონაში. ბინა მდებარეობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებასთან, რესტორნებთან და ქსელურ სუპერმარკეტთან ახლოს. თბილისის სხვა უბნებთან შედარებით ჰაერი სუფთაა, რადგან ბინა ახლოს მდებარეობს თაბორის მთასთან და ბოტანიკურ ბაღთან. ბინას აქვს სხვენი (174 კვ.მ), რომელიც პრივატიზებულია და შესაძლებელია გაკეთდეს კაფე ან დამატებითი ოთახები. სრული ფასი 260 000 აშშ დოლარი. ბინა იყიდება სასწრაფოდ.