სასტუმრო ,,ულისე" მდებარეობს ქალაქ მცხეთის ცენტრში, ტურისტულ უბანში. არის ახალი გახსნილი, კეთილმოწყობილი, აღჭურვილია ყველა საჭირო ნივთითა და ტექნიკით. გათვლილია 2+2 სტუმარზე (ორადგილიანი საწოლი + დიდი, გასაშლელი დივანი), მოწყობილია სამზარეულოს კუთხე, არის ტელევიზორი, მაცივარი, მიკროტალღური ღუმელი, ელექტრომადუღარა. კონდენციონერი. სასტუმრო არის მყუდრო და ძალიან კომფორტული. გვერდით აქვს დიდი ბაღი. ყოველი ვიზიტორის შემოსვლის წინ ხდება ნომრის სრული დეზინფიცირება.