Myhome.ge-ს ვებ.მისამართზე გამოყოფილი სპეციალური ფანჯრის მეშვეობით მიიღებთ ინფორმაციას საბანკო დაწესებულებების მიერ ამ პროექტის ფარგლებში გასაცემი სესხის ზოგად პირობებზე. განაცხადის შევსება ხორციელდება მომხამრებლის მიერ უშუალოდ, ხოლო განაცხადის შევსებაზე დასტური განხორციელედება მომხმარებლის მიერ მითითებულ სატელეფონო ნომერზე სმს კოდის გაგზავნა/მიღებითა და შემდგომი დადასტურებით.
განაცხადის გაკეთების ეტაპზე, მომხმარებლის მიერ შეივსება სამ საფეხურიანი ფორმა: 1. მიეთითება სასურველი ქონების ღრებულება, პირველადი შენატანის ოდენობა, სესხის ოდენობა და სასურველი ვადა; 2. სასურველი საფინანსო დაწესებულების შერჩევა, სადაც სურს განაცხადის გაგზავნა. 3. პერსონალური მონაცემების შეყვანა: პირადი ნომერი, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ყოველთვიური შემოსავლის ოდენობა, საკონტაქტო ნომერი; ტელეფონის ნომრის ჩაწერის შემდეგ, მითითებულ ტელ. ნომერზე იგზავნება სმს კოდი, რომლითაც მომხმარებელი დაადასტურებს ინფორმაციის სინამდვილეს და თანხმობას განაცხადის შევსებაზე;
განაცხადის ფარგლებში მითითებული მონაცემები შესაძლებელია პირდაპირ გაიგზავნოს მომხმარებლის მიერ შერჩეულ საბანკო დაწესებულებაში/დაწესებულებებში, ან, გადაგზავნამდე, MYHOME.GE ოპერატორის მიერ მოხდეს შევსებული მონაცემების მომხმარებელთან დაზუსტება/გადამოწმება და განაცხადის სრულყოფა. MYHOME.GE ოპერატორის მიერ სატელეფონო ზარის მეშვეობით, შეიძლება გადამოწმდეს: მომხმარებლის მიერ მითითებული პერსონალური და ფინანსური მონაცემების სიზუსტე; მზაობა და სურვილი ისარგებლოს კონკრეტული საბანკო პროდუქტით (იპოთეკური/სამომხამრებლო სესხი ან სხვა) კონკრეტული საბანკო დაწესებულებისგან; სიტყვიერი გამოკითხვით შესაძლებელია მოხდეს სესხის პირობების კონსულტირება და ალტერნატივის შეთავაზება (მაგალითად, თანამონაწილეობის ოდენობა, სესხის ყოველთვიური შენატანი, ვადა).
წინამდებარე პროექტის მიზნებისათვის მომხმარებელელი შპს „მაი.ჯის“ ანიჭებს უფლებამოსილებას, დაამუშავოს ამ პროექტის ფარგლებში განაცხადის შევსებისას წარდგენილი ან/და განაცხადის დამუშავებისას დამატებით მოპოვებული პერსონალური ინფორმაცია მხოლოდ მომსახურების გაწევის მიზნებისთვის საჭირო მოცულობით (მათ შორის უფლებას, მომხმარებლის დამატებითი თანხმობის გარეშე) და შემდგომი დამუშავების მიზნებისთვის გადასცეს მომხმარებლის მიერ შერჩეულ საბანკო დაწესებულებას/დაწესებულებებს, ბანკის წარმომადგენლებს, კონსულტანტებსა და ამ პროექტის ფარგლებში ბანკის მიერ განსაზღვრულ ნებისმიერ სხვა მესამე პირს შეუზღუდავად და ნებისმიერი მოცულობით. მომხმარებლის მიერ მითითებული/შევსებული/დამუშავებული პერსონალური მონაცემების შენახვა-დამუშავება განხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.