გთავაზობთ ნათელ, სუფთა და კომფორტულ ბინას ბათუმში, იდეალურ ადგილას, ზღვასთან და ქალაქის მთავარ ობიექტებთან ახლოს.
ბინა მოიცავს 2 საძინებელს:
პირველ საძინებელში განთავსებულია ერთი ორადგილიანი და ერთი საბავშვო საწოლი;
მეორე საძინებელში — საწოლნახევრიანი საწოლი.
ბინა არის დიდი, ნათელი და მყუდრო, აქვს 2 აივანი, სადაც შეგიძლიათ მშვიდად დაისვენოთ.
მდებარეობა:
ზღვამდე ფეხით დაახლოებით 5-6 წუთი;
ახლოსაა მოლთან, ქალაქის ცენტრთან, კაფეებთან და გასართობ ადგილებთან;
ტრანსპორტი ხელმისაწვდომია და გადაადგილება ძალიან მარტივია.
ბინის ეზოსთანვე მდებარეობს:
მაღაზიები
აფთიაქი
სილამაზის სალონი
სხვა საჭირო ობიექტები
ბინაში დაგხვდებათ დასვენებისთვის საჭირო ყველაფერი:
* სრულად აღჭურვილი სამზარეულო
* ჭურჭელი
* საყოფაცხოვრებო ტექნიკა
* Wi-Fi
* კონდიციონერი და სხვა აუცილებელი ნივთები
თუ ეძებთ მყუდრო, სუფთა და კომფორტულ გარემოს ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად დასასვენებლად, ჩვენი ბინა საუკეთესო არჩევანია.