🏡 იყიდება გამორჩეული ბინა საბურთალოზე, ვაჟა-ფშაველას II კვარტალში!
თუ ეძებთ საცხოვრებელს, სადაც იდეალური ლოკაცია, სიმწვანე და ეკოლოგიურად სუფთა მასალები ერთმანეთს ერწყმის, ეს შემოთავაზება თქვენთვისაა.
📍 მდებარეობა: სითი მოლიდან 200 მეტრში, მეტროდან 10 წუთის სავალზე. კომაროვის სკოლასთან (400მ) ახლოს. გარშემოა პარკი, ბაღი და სტადიონი.
📐 ფართობი: 108 კვ.მ | II სართული (5-იანში).
🛋 განლაგება: 4 ოთახი, 2 საძინებელი (მარტივად გაკეთებადია მე-3 საძინებელიც), დიდი სააბაზანო (8 კვ.მ).
🌳 აივნები: 2 აივანი (12კვ.მ და 6კვ.მ) ულამაზესი ხედებით 70 წლის მუხებსა და გამწვანებულ პარკზე.
💎 უნიკალური დეტალები: მუხის პარკეტი, წაბლის კარ-ფანჯარა, კაკლის ჩაშენებული ავეჯი. მისაღებში გელით ყაზბეგის მწვანე მარმარილოს მოქმედი ბუხარი და ბარი! 🔒 უსაფრთხოება: დამონტაჟებულია გისოსები, ეზო კი დაცულია შლაგბაუმით. ცენტრალური გათბობა.
✨ ბინა არის იდეალურ მდგომარეობაში, ძალიან ნათელი და მყუდრო.