იყიდება 2-ოთახიანი ბინა ვაკეში, საუკეთესო ლოკაციაზე!
ბინა მდებარეობს აბაშიძეზე, პრესტიჟულ და მოთხოვნად ადგილას. საცხოვრებელი განთავსებულია კეთილმოწყობილ და გამწვანებულ ეზოში (ე.წ. „პეჟოს ეზო“), რომელიც დაცულია ბარიერითა და 24-საათიანი ვიდეომეთვალყურეობით, რაც უსაფრთხო და მშვიდ გარემოს უზრუნველყოფს.
ბინას აქვს დამატებითი პოტენციალი — შესაძლებელია ფართობის გაზრდა სადარბაზოში არსებული გაუქმებული ბუნკერის სივრცის ხარჯზე. ასევე გააჩნია პირადი სარდაფი, რომელშიც ადრე ბინიდან პირდაპირი ჩასასვლელი იყო. ამჟამად შესასვლელი გაუქმებულია, თუმცა შესაძლებელია მისი აღდგენა, გადაკეთება და ოფიციალურად დარეგისტრირება.
ფანჯრები გადის შიდა ეზოს მხარეს და არა აბაშიძის ქუჩაზე, რაც სიმყუდროვესა და ნაკლებ ხმაურს უზრუნველყოფს. ეზოში ხელმისაწვდომია პარკირების ადგილი.
ბინა ამჟამად გაქირავებულია, რაც ახალ მფლობელს შეძენისთანავე სტაბილური შემოსავლის მიღების შესაძლებლობას აძლევს.