იყიდება ბინა, პეკინის 37 ნომერში, არის საუკეთესო ლოკაციაზე, მე-6 სართული, სხვენის ტიპის ბინა. ზუსტად არქივის პირდაპირ, აქვს ორი შესასვლელი, იოსებიძიდან და პეკინიდან, იოსებიძის მხარეს აქვს ულამაზესი შიდა სკვერი. არის ძალიან ახლოს სხვადასხვა უნივერსიტეტებთან და მეტროსთან. ბინის საერთო ფართი არის 97 კვმ, მისი უპირატესობა არის ის რომ ეს ბინა გაყოფილია ორ იზოლირებულ, სრულიად დამოუკიდებელ, 46 კვმ და 52 კვმ სივრცეებად, ორივე სივრცეს აქვს ცალკე დამოუკიდებელი შესასვლელი, თავისი ინდივიდუალური სველი წერტილებით, სამზარეულოთი და ოთახებით. ბინა: აქვს მისაღები ოთახი, 2 საძინებელი, ორი სველი წერტილი და სამზარეულო, ბინა სრულად მოწყობილია ავეჯით და ყველა ინვენტარით და პირდაპირ შეგიძლიათ გადმოსვლა ან გაქირავება საკმაოდ კარგ ფასში. გარემონტებულია, მაგრამ უცხოვრებელი ბინაა და საჭიროებს რემონტის განახლებას. ბინა არის იდეალური ვარიანტი როგორც გასაქირავებლად, ასევე საცხოვრებლად, სურვილისამებრ შეგიძლიათ გააერთიანოთ სივრცეები, ან სამომავლოდ გამიჯნოთ ოფიციალურად ცალ-ცალკე და ერთი გაყიდოთ, ერთი დაიტოვოთ. მოკლედ მრავალმხრივ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი სურვილის და ინტერესების შესაბამისად.