იყიდება 360 მ² კერძო, სამსართულიანი სახლი პეკინის გამზირის დასაწყისში — თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მოთხოვნად ლოკაციაზე!
სახლს აქვს ლამაზი ეზო, ვაზის ხეივანი, დიდი აივანი, სარდაფი, სათავსო და საკუთარი გარაჟი. განლაგებულია 6 ოთახი და 4 სველი წერტილი (ყველა სართულზე).
ნათელი და ფართო სივრცეები, მაღალი ჭერი და ფუნქციური დაგეგმარება ქმნის მაქსიმალურ კომფორტს. უძრავი ქონება იდეალურია როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციო და კომერციული დანიშნულებით — სასტუმროსთვის, კლინიკისთვის, ოფისისთვის ან სხვა ბიზნესსაქმიანობისთვის.