იყიდება პრემიუმ, დუპლექსის ტიპის პენტჰაუსი ვაკეში, მრგვალ ბაღთან, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მოთხოვნად ლოკაციაზე. ბინა მდებარეობს კორპუსის ბოლო სართულებზე (14-15), არის ძალიან ნათელი, პანორამული ფანჯრებით და ულამაზესი ხედებით ქალაქსა და მთებზე.
საერთო ფართი 175 კვ.მ. ბინა განთავსებულია ორ დონეზე. მეორე დონეზე არის დიდი ღია სივრცე – მისაღები და სრულად აღჭურვილი სამზარეულო, საიდანაც გასასვლელია გამწვანებულ ტერასაზე (23 კვ.მ) ულამაზესი პანორამული ხედებით.
პირველ დონეზე განთავსებულია ფართო მისაღები ოთახი, სამი საძინებელი აივნებით, ორი სველი წერტილი, მათ შორის ერთ-ერთ საძინებელს აქვს საკუთარი აბაზანა.
ბინა იყიდება სრულად ავეჯითა და ტექნიკით. კორპუსი არის მოვლილი და დაცული, აღჭურვილია Otis-ის ლიფტებით.