იყიდება სხვენის ტიპის ბინა, პეკინის 37 ნომერში ზუსტად არქივის პირდაპირ. ბინა აქვს ორი შესასვლელი, იოსებიძიდან და პეკინიდან, იოსებიძის მხარეს აქვს ულამაზესი შიდა სკვერი. არის ძალიან ახლოს სხვადასხვა უნივერსიტეტებთან და მეტროსთან. ბინა გაყოფილია ორ იზოლირებულ, სრულიად დამოუკიდებელ, 46 კვმ და 52 კვმ სივრცეებად, ორივე სივრცეს აქვს ცალკე დამოუკიდებელი შესასვლელი, თავისი ინდივიდუალური სველი წერტილებით, სამზარეულოთი და ოთახებით. ბინა: აქვს მისაღები ოთახი, 2 საძინებელი, ორი სველი წერტილი და სამზარეულო, ბინა სრულად მოწყობილია ავეჯით და ყველა ინვენტარით , ბინა არის ძველი გარემონტებული (უცხოვრებელი) და საჭიროებს განახლებას. იდეალური ვარიანტია როგორც საინვესტიციოდ, ასევე საცხოვრებლად, სურვილისამებრ შეგიძლიათ გააერთიანოთ სივრცეები, ან სამომავლოდ გამიჯნოთ. ამჟამად ორივე ბინა ერთ საკადასტროზეა