ქირავდება ახალგარემონტებული ბინა M2 მირცხულავას პროექტში.
ბინა არის სრულიად შევსებული ყველა საჭირო ტექნიკით ( ტელევიზორი, კონდინციონერი, გაზქურა, ღუმელი, მაცივარი, სარეცხის მაქანა), ავეჯით და ძალიან ბევრი სათავსოთი.
სახლის სრული ფართია 69 კვადრატი, აქვს 2 თანაბარი ზომის ნათელი საძინებელი, სტუდიოს ტიპის მისაღები და 15 კვადრატი აივანი ხედით მტკვარზე. კორპუსს ემსახურება დაცვა, კორპუსის ეზოში მდებარეობს საერთო საპარკინგე სივრცე, მიმდინარეობს სკვერებისა და გამწვანებული ტერიტორიის მოწყობა.
კომპლექსი მდებარეობს სანაპიროსა და წერეთლის გამზირს შორის და არის მარტივად მისადგომი ორივე მხრიდან. კომპლექსთან ახლოს განთავსებულია სკოლა-ბაღები და არა ერთი სასურსათო თუ სააფთიაქო ქსელი.
1 თვის ქირის ფასი 800$
დეპოზიტი 200$
დეპოზიტი დაგიბრუნდებათ ბინიდან გასვლის შემდეგ.