75 კვადრატული მეტრის, ახალგარემონტებული, მყუდრო და გემოვნებით მოწყობილი სახლი თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და ეკოლოგიურად სუფთა უბანში — წყნეთში. სახლი მოიცავს ორ საძინებელს და გამოირჩევა ულამაზესი პანორამული ხედებით მთელ თბილისზე. მშვიდი, წყნარი გარემო, სუფთა ჰაერი და სიმწვანე იდეალურ პირობებს ქმნის კომფორტული ცხოვრებისა და დასვენებისთვის. სახლს აქვს საკუთარი პარკინგი. ინტერიერი აღჭურვილია მაღალი ხარისხის შვედური სამზარეულოს ტექნიკით, დახვეწილი ანტიკვარული ავეჯით და თანამედროვე, სრულად განახლებული სააბაზანოთი, სადაც ინტეგრირებულია აბაზანა და შხაპი