საუკეთესო საინვესტიციო შეთავაზება: 144 კვ.მ კერძო სახლი თავისუფალი დაგეგმარებით ისტორიულ უბანში.
📍 ლოკაცია:
ჩუღურეთის რაიონი, გოგი დოლიძის ქ. #18.
სახლი მდებარეობს ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ისტორიულ, ტურისტულად აქტიურ და სტრატეგიულ უბანში. იდეალური ლოკაციაა კომერციული საქმიანობისთვისაც, რადგან ფეხით სავალ მოკლე დისტანციაზეა:
დავით აღმაშენებლის გამზირი
მულტიფუნქციური სივრცე "ფაბრიკა"
მეტროსადგური "მარჯანიშვილი"
"სადგურის მოედანი" და ცენტრალური სატრანსპორტო კვანძი.
🏠 ძირითადი მახასიათებლები:
საერთო ფართი: 144 კვ.მ.
პირველი სართული: 67 კვ.მ.
მეორე სართული (მანსარდული ტიპის): 77 კვ.მ.
სახლს აქვს საერთო თბილისური ეზო მთავარი შესასვლელი ქუჩიდანარის და ასევე დამატებითი კარი, რომელიც პირდაპირ უკანა თბილისური ეზოში გადის.
✨ უპირატესობები და პოტენციალი:
სახლის უმთავრესი ხიბლი მისი ამჟამინდელი მდგომარეობაა — ორივე სართული განგებ არის დატოვებული ღია სივრცის (Open Space) სახით. ეს მყიდველს აძლევს სრულ თავისუფლებას, არ შეიზღუდოს არსებული ტიხრებით და შიდა გეგმარება 100%-ით თავის გემოვნებასა და საჭიროებებს მოარგოს. ახალი გაკეთებულია შიდა კიბე და ჩასმულია მეტალო-პლასტმასის ფანჯრები.
სივრცის მახასიათებლებიდან და უნიკალური ლოკაციიდან გამომდინარე, შენობა იდეალურია როგორც მყუდრო საცხოვრებლად, ისე კომერციული მიზნებისთვის — იდეალურად გამოდგება კომპანიის ოფისად, არქიტექტურულ/სადიზაინერო სტუდიად ან თუნდაც მცირე საოჯახო სასტუმროდ.