იყიდება მაღალი საინვესტიციო პოტენციალის მქონე უძრავი ქონება თბილისის ყველაზე მოთხოვნად ისტორიულ და ტურისტულ ეპიცენტრში, გრიბოედოვის ქუჩაზე. ობიექტი ამჟამად წარმატებით ფუნქციონირებს როგორც 5-ნომრიანი მყუდრო საოჯახო სასტუმრო საკუთარი კეთილმოწყობილი შიდა ეზოთი.
გეგმარება და შიდა ინფრასტრუქტურა:
ნომრები: 5 იზოლირებული ოთახი (ნომერი). თითოეული ნომერი აღჭურვილია ინდივიდუალური სველი წერტილით, დამოუკიდებელი კონდიცირების სისტემით, პერსონალური მაცივრითა და ტელევიზორით.
ეზო: ყოველ ნომერს აქვს თავისი დამოუკიდებელი გასასვლელი მყუდრო, მწვანე და წყნარ შიდა ეზოში, რაც სტუმრებისთვის განსაკუთრებულ კომფორტს და იზოლაციას ქმნის.
საერთო სივრცეები: ობიექტს აქვს იზოლირებული მისაღები ზონა („რესეფშენი“), საერთო სარგებლობის სრულად მოწყობილი სამზარეულო, სამრეცხაო და დამოუკიდებელი საინჟინრო/საქვაბე ოთახი.
საოპერაციო მდგომარეობა:
ბიზნესი არის მოქმედი, აბსოლუტურად გამართული, მუშაობს წამყვან საერთაშორისო სისტემებში (Booking.com, Extranet) და აქვს მაღალი შეფასებები. ობიექტი იყიდება სრულად — სასტუმროს ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა აქსესუარით, ტექნიკითა და ავეჯით .