იყიდება ერთიანი საინვესტიციო მიწის ნაკვეთი საგარეჯოს რაიონში, სოფელ გიორგიწმინდის მიმდებარედ. ტერიტორია სრულად არის ათვისებული და მასზე პროფესიონალურ დონეზეა გაშენებული მაღალმოსავლიანი ნუშის ბაღი, ასევე 1 ჰექტარზე გაშენებულია ვენახი.
ინფრასტრუქტურული და ტექნიკური უპირატესობები:
სარწყავი სისტემა: ნაკვეთი სრულად არის დაცული გვალვისგან. ტერიტორიას მიეწოდება როგორც ცენტრალური სარწყავი არხის წყალი, ისე მოწყობილია საკუთარი შიდა სარწყავი სისტემა.
ელ. ენერგია: შენობა/ნაკვეთი უზრუნველყოფილია მუდმივი ელექტროენერგიით.
რელიეფი და ნიადაგი: იდეალური კლიმატური პირობები და ნაყოფიერი ნიადაგი, რაც აგრო-კულტურების მაქსიმალურ წლიურ ნამატსა და მაღალ მოსავალს განაპირობებს.
ობიექტი მზად არის ოპერირებისთვის, ბაღები არის მუდმივი მეთვალყურეობისა და მოვლის ქვეშ. საბუთები (ამონაწერები და საკადასტრო გეგმები) სრულად წესრიგშია.
ფასი: $640,900 ($17,000 / 1 ჰა)