ქირავდება მყუდრო და სტილზე მორგებული ბინა დიდ დიღომში ,სკოლის და საბავშო ბაღის წინ ,ავტობუსების ბოლო გაჩერებასთან 9-სართულიანი კორპუსის მე-2 სართულზე.
ბინა აღჭურვილია ყველა საჭირო ავეჯითა და ტექნიკით. ინტერიერი არის ნათელი, მყუდრო და გემოვნებით მოწყობილი — კომფორტული საძინებელით, დიდი რბილი დივანით, ინტერიერში დაკიდებული საქანელათი, მწვანე მცენარეებით და ლამაზი დეტალებით.
ბინაში არის:
• 160x190 კომფორტული ორთოპედიული ლეიბი
• Wi-Fi და ტელევიზია
• სრული სამზარეულო ტექნიკით
• ცხელი წყალი და გათბობა
• აივანი
• რკინის კარი და დაცული სადარბაზო
მისასვლელად მარტივი ლოკაცია, ახლოს არის მაღაზიები, აფთიაქი და ტრანსპორტი.