იყიდება ძალიან ნათელი და მზიანი ბინა ულამაზესი 360° ხედებით. ბინას გარშემო აქვს დიდი ვერანდა, არის სრულიად იზოლირებული და მყუდრო. საცხოვრებელი ფართი შეადგენს 100 კვ.მ-ს და მოიცავს იზოლირებულ სამზარეულოს, სათავსოს, დიდ სასტუმრო ოთახს და სამუშაო სივრცეს (კაბინეტს). ბინა აღჭურვილია ყველა საჭირო ავეჯითა და ტექნიკით. გარე ფართი შეადგენს 107 კვ.მ-ს, არის გამწვანებული და მოწყობილი ხის დეკით. აქვს მიწისქვეშა პარკინგი. ამჟამად არის გაქირავებული.