იყიდება 4-ოთახიანი, 120 კვ.მ. კუთხის ბინა, განახლებული რემონტით და ახალი ავეჯით. ბინა არის ქალაქური პროექტი, 8-სართულიანი კორპუსის მე-5 სართულზე, ორი აივნით და სარდაფით. აქვს სამი იზოლირებული საძინებელი, მისაღები ოთახი, სამზარეულო, ორი აივანი და ცალ-ცალკე აბაზანა და ტუალეტი. ასევე, ბინაში არის ხის პარკეტი, ჩაშენებული ხის კარადები, ცენტრალური გათბობა და ჩაშენებული სათავსოები ორივე აივანზე. ბინაში რჩება განახლებული ტექნიკა: მაცივარი, გაზი, ორი ტელევიზორი, კონდიციონერი და სარეცხის მანქანა საშრობით. ასევე, რჩება ახალი ავეჯი სამივე საძინებელში, მისაღებში და სამზარეულოში. კორპუსის წინ მდებარეობს სურსათის, ხილ-ბოსტნეულის და საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიები. ასევე, კორპუსთან ახლოს მდებარეობს ორი განახლებული პარკი, კერძო და საჯარო სკოლები.
ბინას აქვს სარდაფი
არ ვთანამშრომლობ სააგენტოებთანნ!!