იყიდება პრემიუმ კლასის 1-საძინებლიანი ბინა „At Homes“-ის თანამედროვე კორპუსში, ვაჟა-ფშაველაზე, ოთარ ჭილაძის ქ, მეტრო „სამედიცინოსთან“ ახლოს.
ბინა სრულად გარემონტებულია უმაღლესი ხარისხის სარემონტო მასალებით და გამოირჩევა დახვეწილი დიზაინითა და კომფორტული დაგეგმარებით. აღჭურვილია მაღალი ხარისხის ავეჯითა და პრემიუმ კლასის ჩასაშენებელი ტექნიკით.
ბინაში დაგხვდებათ:
• Mides-ის ჩასაშენებელი ტექნიკა — მაცივარი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, გამწოვი, ქურის ზედაპირი, სარეცხი მანქანა და კონდიციონერი;
• უმაღლესი ხარისხის ჩაშენებული განათებები;
• აბაზანაში გამოყენებულია ესპანური გრანიტი;
• დამონტაჟებულია Vitra-ს ფირმის უნიტაზი და ბაჩოკი;
• პრემიუმ ხარისხის ონკანები 2-წლიანი გარანტიით.
კორპუსის პირველ სართულზე განთავსებულია აფთიაქი და „აგროჰაბის“ სუპერმარკეტი, რაც ყოველდღიურ კომფორტს კიდევ უფრო ზრდის.
კორპუსი მდებარეობს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და კომფორტულ ლოკაციაზე — მეტროსთან, სავაჭრო და სასწავლო ობიექტებთან ახლოს. იდეალური ვარიანტია როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციოდ.