სავაჭრო ცენტრ "ქარვასლას" უკან მდებარე პრემიუმ ხარისხის 20 სართულიან ცათამბჯენში ქირავდება უცხოვრებელი, 2 ოთახიანი, სტუდიოს ტიპის ბინა ევრორემონტით. ბინა აღჭურვილია მაღალი ხარისხის ავეჯით, ტექნიკით და ყველა საჭირო ინვენტარით. 8 კვ.მ შესასვლელი ჰოლი საერთოა 1 მეზობელთან. ბინას აქვს 2 აივანი, საიდანაც იშლება არაჩვეულებრივი ხედები მთელ თბილისზე . . .
ფასში შედის ყველანაირი გადასახადი:
-ელექტრო ენერგია
-ბუნებრივი აირი
-წყალი
-დასუფთავება
-ინტერნეტი
-კორპუსის მომსახურების მოსაკრებელი (დასუფთავება+ლიფტი).
ცათამბჯენში ფუნქციონირებს ორი ლიფტი. კამერების მეშვეობით ხდება კორპუსის როგორც შიდა სივრცის, ასევე გარე პერიმეტრის მონიტორინგი.