სასწრაფოდ იყიდება კუთხის ბინა ნუცუბიძის მე-3 პლატოზე. ბინის ფართობია 145 კვ.მ აქედან 35 კვ.მ ვერანდა თბილისში საუკეთესო ხედით და შესაბამისად ხედის შესანარჩუნებლად ვერანდის მოაჯირია შუშისგან გაკეთებული.
ბინაში გაკეთებულია სანტექნიკა (იტალიური უმაღლესი ხარისხის მილებით), დადგმულია უნიტაზების გერმანული Grohe ჩასარეცხი სისტემები და ჩეხური ტრაპები, სველი წერტილების იატაკის გათბობა იტალიური მასალით) საუკეთესო და უძვირფასესი ალუმინის კარფანჯრები და სლაიდური ვიტრაჟები, ენერგოეფექტური შუშებით. ბინა გალესილია გიბერით მაიაკებში. ბინა მიყვანილია იმ მდგომარეობამდე, სადაც უკვე გემოვნების საკითხი დგება და სარემონტოდ სრული თავისუფლება გაქვთ. რადგან მე-17 სართულია, სრულად მოშორებულია ყველა სირთულე ისეთები როგორიცაა, (გალესვა და მოჭიმვა, გატიხვრა და რაც მთავარია უზარმაზარი და უმძიმესი ვიტრაჟები) რაც გაკეთდა არის უმაღლესი ხარისხით გაკეთებული