იყიდება დამოუკიდებელი 3-სართულიანი სახლი თბილისის ცენტრში, ვერაზე. ობიექტი მდებარეობს რუსთაველის მაკდონალდსიდან 2 წუთის ფეხით სავალ მანძილზე, რაც საუკეთესო ლოკაციაა როგორც ტურისტული, ისე კომერციული თვალსაზრისით.
ძირითადი მახასიათებლები:
შენობის ფართობი: 250 კვ.მ (3 სართული + სხვენი)
ეზო: 150 კვ.მ (იზოლირებული და მყუდრო)
კომუნიკაციები: შენობას აქვს საკუთარი დამხმარე/ტექნიკური სივრცე, სადაც დამონტაჟებულია გათბობის ცენტრალური სისტემა.
ნულ სართულზე არის მარანი
მიმდინარე მდგომარეობა:
ამ ეტაპზე სახლის ორი სართული სრულად არის გადაკეთებული სასტუმროდ. სივრცეში განთავსებულია 5 მოქმედი ნომერი ინდივიდუალური სველი წერტილებით.
პოტენციალი:
შენობის მესამე სართული (სხვენი) და ეზო იძლევა ფართის კიდევ უფრო გაფართოების ან დამატებითი სივრცეების მოწყობის შესაძლებლობას.
იდეალურია მათთვის, ვისაც სურს მზა ბიზნესის შეძენა, ან შენობის გამოყენება საოფისედ, საელჩოსთვის და კერძო რეზიდენციისთვის.