იყიდება 3-ოთახიანი ბინა (72.9 კვ.მ) „თეთრი კვადრატის“ პრემიუმ კომპლექსში, საბურთალოზე (მინდელის/ძოწის ქ. 2).
მეტრო „უნივერსიტეტიდან“ სულ რაღაც 5 წუთის სავალზე! მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს (უკვე ჩასხმულია 4 ფილა) და სრულდება 2027 წლის ოქტომბერში.
გადახდის უნიკალური პირობა: იხდით $58,850-ს წინასწარ, ხოლო დარჩენილ $55,150-ს ფარავთ უპროცენტო შიდა განვადებით მშენებლობის დასრულებამდე (თვეში მინიმუმ $250, ნაშთი ბოლოს ერთიანად). ექსკლუზივი: კომპანიაში ამ ტიპის და გეგმარების ბინები სრულად გაყიდულია! იდეალური გეგმარება: კვადრატული ფორმის, 2 საძინებლით (1 დიდი საძინებელი საკუთარი საგარდერობე/სველი წერტილის პერსპექტივით), ნათელი და მზის მხარე. აივანი – 4 კვ.მ. სართული: გზიდან მე-6 სართულია (ხედით), თუმცა რელიეფის გამო ნიშნულით ითვლება პირველად. კონდიცია: ბარდება თეთრი კარკასით (ალუმინის კარ-ფანჯარა, მოჭიმული იატაკი, გამზადებული ელექტროობა/წყალგაყვანილობა და მრიცხველები). ინფრასტრუქტურა: დახურული აუზი, პადელის კორტები და თანამედროვე სატრენაჟორო დარბაზი კომპლექსის ტერიტორიაზე!
იდეალურია როგორც საცხოვრებლად, ისე უმაღლესი უკუგების საინვესტიციოდ. დეტალებზე დამიკავშირდით