ქირავდება ბინა არქის კომპლექსში ელიზბარ მინდელის ქუჩაზე. ეს არის იდეალური საცხოვრებელი ადგილი მათთვის, ვინც აფასებს კომფორტს, თანამედროვე დიზაინს და ქალაქის ცენტრთან სიახლოვეს. ბინა მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ და მოთხოვნად უბანში, ბინასთან არის სუპერმარკეტები, აფთიაქები, სატრანსპორტო გაჩერებები, სკოლები და ბაღები.
ბინა არის ახალი გარემონტებული . იგი მოიცავს ერთ ნათელ და მყუდრო საძინებელს, სტუდიოს ტიპის ფართო მისაღებ ოთახს სრულად აღჭურვილი სამზარეულოთი, ერთ სრულყოფილ სველ წერტილს და კომფორტულ აივანს. ბინა აღჭურვილია ყველა საჭირო ავეჯითა და ტექნიკით: მაცივარი, სარეცხი მანქანა, გაზქურა, კონდიციონერი და ცენტრალური გათბობის სისტემა.
2 თვის წინასწარი გადახდით