იყიდება არასტანდარტული კერძო სახლი ლოტკინზე - ფირცხალავას ქუჩაზე — იდეალური ვარიანტი როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციოდ.
სახლი მოიცავს:
• 3 საძინებელს
• ფართო მისაღებ ოთახს
• სამზარეულოს
• სათავსოს
• 2 სველ წერტილს
აქვს ეზო და 30 მ²-ზე მეტი ფართობის დამოუკიდებელი გარაჟი, რომლის გადაკეთება შესაძლებელია დამატებით საცხოვრებელ ფართად (სტუდიო, ბინა ან სამუშაო სივრცე). სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ზედა აბაზანისა და ტუალეტის მიერთებაც. გარაჟს აქვს ქუჩიდან დამოუკიდებელი შესასვლელი.
სახლს ასევე აქვს დამატების (მიშენების) შესაძლებლობა, რაც ზრდის საცხოვრებელ ფართს და საინვესტიციო პოტენციალს.
მდებარეობა არის მოსახერხებელი — ქუჩაზე მოძრაობს მიკროავტობუსი, ხოლო სადგურის მოედნიდან დაახლოებით 15 წუთის გზაა.
სახლი არის სუფთა, მოვლილი და მოწესრიგებული, ძველი რემონტით.
დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით.