იყიდება 110 მ2 ბინა ივერთუბანში. ეს არის ახალი აშენებული ბინა, რომელიც გთავაზობთ თანამედროვე საცხოვრებელ გარემოს თბილისის მზარდ უბანში. ბინა არის შავი კარკასის მდგომარეობაში, რაც საშუალებას გაძლევთ მოაწყოთ ის თქვენი გემოვნებითა და სურვილით, შექმნათ იდეალური სივრცე თქვენი ოჯახისთვის. ფართო და ნათელი განლაგება იდეალურია 4ოთახიანი ბინის მოსაწყობად, 3 ნათელი საძინებლით, ფართო მისაღები ოთახითა და სამზარეულოთი, ასევე გათვალისწინებულია 2 სველი წერტილი, ასევე 2 აივანი.